top of page
SSLP Banner.jpg

დაცვა, უსაფრთხოება & დანაკარგების პრევენცია

მთავარი | პოლიტიკა | SSLP
SSLP.jpg
დაცვა, უსაფრთხოება & დანაკარგების პრევენცია (SSLP)

დაცვის, უსაფრთხოების და დანაკარგების პრევენციის საკითხები ფოთის ლოგისტიკურ პარკში უმნიშვნელოვანესია, რათა უზრუნველყოფილ იყოს ოპერაციების შეუფერხებელი წარმართვა და თანამშრომლების, კლიენტების, ტვირთების და აღჭურვილობის დაცვა.

 

ძლიერი უსაფრთხოების ზომების დანერგვა და მკაცრი  პროტოკოლების დაცვა კრიტიკულია რისკების მინიმიზაციისა და ტერმინალის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის.

map_achievements_2-2.png
SSLP

უსაფრთხოების ოპერაციები PLP-ში

უსაფრთხოების
ადმინისტრირება

  • წვდომის კონტროლის ზომები;

  • სათვალთვალო სისტემების დანერგვა;

  • ტვირთის სკრინინგის პროტოკოლები;

  • საგანგებო სიტუაციების საპასუხო დაგეგმარება;

  • შესაბამისობის მართვის სტრატეგიები;

  • პერსონალის შემოწმების პროცედურები;

  • უსაფრთხოების ტექნოლოგიის ინტეგრაცია;

  • რისკების შეფასების სტრატეგიები.

კლიენტის
დაცვა

  • ტვირთის უსაფრთხო დამუშავების პროცედურები;

  • გამჭვირვალე ფასები და ბილინგი;

  • ტვირთის უსაფრთხოების ზომები;

  • დაზღვევის ვარიანტები ტვირთის დასაცავად;

  • დროული კომუნიკაცია გადაზიდვის სტატუსზე;

  • რეგულაციებთან შესაბამისობა კლიენტების უსაფრთხოებისთვის.

აქტივების
დაცვა

  • ფიზიკური უსაფრთხოების ზომები ქონების დასაცავად;

  • სათვალთვალო სისტემები ქონების მონიტორინგისთვის;

  • წვდომის კონტროლი;

  • ქონების მიკვლევის ტექნოლოგიის დანერგვა;

  • დაზღვევა ქონების დასაცავად;

  • საგანგებო სიტუაციების საპასუხო გეგმები ქონებასთან დაკავშირებული ინციდენტებისთვის.

map_achievements_2-2 (1).png
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

უსაფრთხოებისადმი ჩვენი ერთგულება ურყევია. ჩვენ ვნერგავთ მკაცრ უსაფრთხოების პროტოკოლებს ჩვენი თანამშრომლების, კლიენტების და ვიზიტორების დასაცავად. ჩვენი უსაფრთხოების ზომები მოიცავს:

  • უწყვეტი სწავლება: რეგულარული უსაფრთხოების წვრთნები და ტრენინგები პერსონალისთვის სხვადასხვა სცენარებისთვის მოსამზადებლად.

  • აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება: აღჭურვილობის ტექნიკური ინსპექტირების მკაცრი განრიგი, ოპერაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

  • უსაფრთხოების აუდიტები: უსაფრთხოების რეგულარული აუდიტები და შემოწმებები პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირების და დროული აღმოფხვრის მიზნით.

თქვენი ტვირთის დაცვა

უსაფრთხოება PLP-ში უმაღლესი პრიორიტეტია.

ჩვენი უსაფრთხოების ზომები შექმნილია, რათა თქვენი ტვირთი დავიცვათ ქურდობისგან, დაზიანებისგან და სხვა საფრთხეებისგან. ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მოიცავს:

 

  • 24/7 მონიტორინგი:   უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათვალთვალო სისტემები, რომლებიც უწყვეტად აკონტროლებენ ტერმინალს.

 

  • წვდომის კონტროლი:  მკაცრი წვდომის კონტროლის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მხოლოდ ავტორიზებული პირების შესვლას მგრძნობიარე ტერიტორიებზე.

 

  • ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებში: პერსონალის კომპლექსური ტრენინგი, რომელიც მოიცავს საფრთხეების იდენტიფიცირებას და დროულ რეაგირებას.

დანაკარგების პრევენცია

ტვირთის დანაკარგის რისკის მინიმიზაცია PLP-ის ოპერაციების ძირითადი პრინციპია. ჩვენი დანაკარგის პრევენციის სტრატეგიები დაფუძნებულია სიზუსტეზე, ტექნოლოგიებზე და პასუხისმგებლობაზე. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ შემდეგ ასპექტებს:

  • მარაგების მართვა: მოწინავე მარაგების მართვის სისტემები საშალებას გვაძლევს რეალურ დროში ვაკონტროლოთ ტვირთის გადაადგილება ტერმინალში.

  • რისკების შეფასება: პროცესის რეგულარულობა, დროულად იდენტიფიცირებს ტვირთისთვის პოტენციურ საფრთხეებს.

  • პრეტენზიების მართვა: ეფექტური პრეტენზიების მართვის პროცედურები უზრუნველყოფს ინციდენტების სწრაფ და გამჭვირვალე მოგვარებას.

ინოვაციები და მუდმივი განვითარება
  • ტექნოლოგიური პროგრესის და საუკეთესო პრაქტიკების მუდმივი დანერგვით, ჩვენ ვახორციელებთ უწყვეტ განვითარებას, რათა ვიქცეთ ტვირთების ტერმინალის ოპერაციების ლიდერად.

თანამშრომლობა და შესაბამისობა
  • რეგულატორ ორგანოებთან და ინდუსტრიის პარტნიორებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ შესაბამისობის სტანდარტებს და ვიყოთ მაგალითი SSLP-ში.

  • ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ დიალოგში და ვნერგავთ პარტნიორულ პროექტებს, რათა შევქმნათ უსაფრთხოების, დაცვისა და პატიოსნების კულტურა.

bottom of page