
COMBILIFT
მთავარი | ახალი ტექნოლოგიები | COMBILIFT

COMBILIFT – კონტეინერების მართვის ეფექტური და მარტივი გადაწყვეტა
PLP-ში ჩვენ ვიყენებთ Combilift-ის COMBI-SC Straddle Carrier გადამზიდებს კონტეინერების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ამ ინოვაციური მანქანების მეშვეობით კონტეინერების აწევ-დაწევა ხდება მაღალი პლატფორმების გარეშე და უმოკლეს დროში.
მოქნილი COMBI-SC მარტივად ამუშავებს 20', 30', 40' და 45' მაღალი კუბის კონტეინერებს, მათ შორის რიფერებსა და ფლეტრეკებს.
360° ხილვადობის კაბინა და კონტეინერის გადმოტვირთვა პლატფორმიდან მიწის ზედაპირზე სულ რაღაც 2 წუთში, უზრუნველყოფს სწრაფ ტვირთბრუნვას და მაღალ ეფექტიანობას მთელს ტერმინალში.
სტანდარტული კონტეინერი თუ სპეციალიზებული ტვირთი, Combilift უზრუნველყოფს იმ პროდუქტიულობას, საიმედოობასა და ხარჯთეფექტურობას, რასაც თანამედროვე ლოგისტიკა ითხოვს.
COMBI-SC High-Volume Straddle Carrier
COMBI-SC High-Volume Straddle Carrier არის მაღალი მოცულობის გადამზიდი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ინტენსიური საკონტეინერო ოპერაციებისთვის — უზრუნველყოფს სისწრაფეს, სიზუსტესა და მოქნილობას. ტელესკოპური ჩარჩოს წყალობით მარტივად ხდება კონტერინერების ორმაგი დალაგება, ხოლო Toplift სისტემა საშუალებას აძლევს აპარატს დაამუშაოს 12–15 კონტეინერი საათში — მათ შორის შეზღუდულ, დახურულ სივრცეებშიც კი.
ძირითადი უპირატესობები:
✔ კონტეინერების ორმაგი დალაგება – ტელესკოპური დიზაინი უზრუნველყოფს ეფექტურ ვერტიკალურ დატვირთვას;
✔ დაბალჭერიან შესასვლელებში გადაადგილება – უპრობლემოდ მოძრაობს საწყობების კარებსა და დაბალჭერიან სივრცეებში;
✔ მაღალი გამტარიანობა – ამუშავებს 12–15 კონტეინერს საათში, მინიმალური დაყოვნებით;
✔ სწრაფი ტექნიკური მომსახურება – გამარტივებული კონსტრუქცია ამცირებს სარემონტო ხარჯებსა და დროის დაკარგვას;
✔ 360° ხილვადობა – სრული ხილვადობა ოპერატორისთვის კონტეინერის აწევის პროცესშიც კი;
✔ დაბალი დატვირთვა მიწის ზედაპირზე – უსაფრთხოდ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე;
✔ შიდა/გარე გამოყენებისთვის – შეუფერხებლად გადაადგილდება საწყობებსა და შეზღუდულ ტერიტორიებზე.
COMBI-SC შექმნილია მოქნილობისთვის და ეფექტურობისთვის, უაღრესად პროდუქტიული მანქანაა მაღალი მოცულობის ტერმინალის გარემოში.


Top-Lift სპრედერი ორმაგი დატვირთვისთვის
კონტეინერების დამუშავების ეფექტიანობა Combilift-ის დამატებითი ავტომატური Top-Lift სპრედერით ინოვაციური გადაწყვეტაა მაღალი მოცულობის ოპერაციებისთვის. სისტემა სრულად იმართება კაბინიდან, არ საჭიროებს ხელით რეგულირებას და ოპერატორიც დაცულია გარემოს ზემოქმედებისგან.
Top-Lift სპრედერი ოთხი ჩამკეტის მეშვეობით უსაფრთხოდ იჭერს კონტეინერებს და უზრუნველყოფს სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო გადაზიდვას — მათ შორის ორმაგი სტეკირებისთვის — 20 კონტეინერამდე საათში წარმადობით.
სივრცის ოპტიმიზაციისთვის თუ ტვირთბრუნვის გაზრდისვის, ეს ფუნქცია აერთიანებს სისწრაფეს, უსაფრთხოებასა და ოპერატორის კომფორტს — ერთ გონივრულ გადაწყვეტაში.
სმ არტ-წვდომა: ტელესკოპური ფუნქცია დაბალჭერიანი სივრცეებისთვის
შეზღუდულ შიდა სივრცეებში ოპერაციების გასამარტივებლად, COMBI-SC გთავაზობთ დამატებით ტელესკოპურ ფუნქციას — რაც გადამწყვეტ უპირატესობას ქმნის. ეს მახასიათებელი საშუალებას აძლევს მანქანას შეამციროს სიმაღლე, რათა კონტეინერების გადაადგილება და განთავსება უსაფრთხოდ განხორციელდეს დაბალ ჭერებსა და ვიწრო გასასვლელებში.
ტელესკოპური COMBI-SC უპრობლემოდ გადის 4 მეტრიან (ან ნაკლებ სიმაღლეზე მორგებად) კარებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტერმინალის შესაძლებლობებს — კონტეინერების დამუშავება ხდება პირდაპირ საწყობებში, სამუშაო სივრცეებსა თუ გადახურულ ზონებში.
სიზუსტე და მოქნილობა — რაც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ იქ, სადაც ტრადიციული ტექნიკა უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს.


ნაყარი ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი გადმოტვირთვა კონტეინერის გადახრის მეშვეობით
COMBI-SC-ის კონტეინერის გადახრის ფუნქცია ქმნის ახალ სტანდარტს ნაყარი ტვირთების დამუშავებაში — როგორც უსაფრთხოების, ისე ეფექტიანობის თვალსაზრისით. სისტემა იძლევა კონტეინერის 75°-მდე დახრის საშუალებას, რაც უზრუნველყოფს ნაყარი მასალების, მაგალითად საკვები პროდუქტების, ლითონის ნარჩენების, მინერალების, პლასტმასის გრანულების, ქიმიკატებისა და ინერტული მასალების, კონტროლირებად გადმოღებას.
მაქსიმალური მოქნილობისთვის, ამავე ტექნიკას შეუძლია კონტეინერის შებრუნება, რაც იძლევა ნაყარი ტვირთის სწრაფი და უსაფრთხო ჩატვირთვის საშუალებას.
დაცლა თუ შევსება, COMBI-SC ამცირებს რისკს, მინიმუმამდე დაჰყავს ჩარევის საჭიროება და უზრუნველყოფს წარმოების პროდუქტიულობის მაქსიმუმს.
ჩამოს ატვირთი პანდუსის არ არსებობა სულაც არ არის პრობლემა!
COMBI-SC ცვლის ტრადიციული ჩამოსატვირთი პანდუსების საჭიროების კონცეფციას — მოწყობილობა მარტივად აფიქსირებს კონტეინერს საწყობის ან სატვირთო კარის დონეზე.
ეს უნიკალური ფუნქცია ამარტივებს დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესს, მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთბრუნვას და ზრდის ოპერაციულ მოქნილობას — განსაკუთრებით იმ ობიექტებზე, სადაც არ არის სტაციონარული პანდუსები ან რამპები.
COMBI-SC-ით ტერმინალი ერგება საჭირო სამუშაო პროცესს — და არა პირიქით.


მრავალფუნქციური ტვირთგამძლეობა
-
მარტივად წევს და გადააადგილებს 20', 30', 40' და 45' კონტეინერებს, მათ შორის რიფერებს, ფლეტრეკებს და არაკონტეინერულ ტვირთებსაც — რაც უზრუნველყოფს მოქნილობას სხვადასხვა ტიპის ტვირთის დამუშავებისას და სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოყენებისთვის.
ხარჯთეფექტური ოპერირება
-
საწვავის ეკონომიური მოხმარებით, მინიმალური ტექნიკური მომსახურებით და მრავალფუნქციური შესაძლებლობებით, COMBI-SC უზრუნველყოფს კონტეინერების დამუშავების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საკუთრების ღი რებულებას.
მაქსიმალურად მანევრირებადი დიზაინი
-
COMBI-SC-ის სამბორბლიანი შასი უზრუნველყოფს უალტერნატივო მანევრირებას შეზღუდულ სივრცეებში, რაც ამცირებს დიდი მოტრიალების ზონების საჭი როებას და გამორიცხავს ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურულ მოდიფიკაციებს.